where the writers are

Janri Gioom Galen Gogeshvili

მე ვიწყებ თხრობას ქართულ ენაზე...

October 30, 2008, 10:16 am

ძვირფასო მეგობრებო!

მე ვიწყებ თხრობას ქართულ ენაზე...

პირველი ქართული სახელმწიფო კოლხეთი _ მეექვსე საუკუნე ჩვ. წელთაღრიცხვამდე...

ქართული ანბანი შეიქმნა მესამე საუკუნეში ჩვ. წელთაღრიცხვამდე...

მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი მათგანი ქართულია.

("ქართული ანბანი ამ ენის ნაირგვარ ბგერათა მთელი სიმდიდრის გადმომცემი უაღრესად სრულყოფილი იარაღია: ასოები ზუსტად და ცხადად გამოხატავენ ყოველ ცალკეულ ბგერას და ამ მხრივ ქართულ ანბანს ვერც ერთი სხვა ანბანი ვერ შეედრება”. დავიდ ალენი, ინგლისელი მეცნიერი.)

ქართველებმა ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში მიიღეს...

////

… «November is National Novel Writing Month (NaNoWriMo)! I’m encouraging all of my friends and colleagues to join me and write a novel between November 1st and November 30th.»

Thank you for your attention …
I join …
I continue will compose in the Georgian language …
In the text, sometimes will be will appear short summaries in English …

====

****
AT HOME FROM FEATHERING
Novel

ბუმბულის სახლი

რომანი

****

საბედისწერო შენაძენი

(Fatal acquisition)

=

მომხიბვლელმა ქალიშვილმა ბუმბულის ბოლო სახლიც გაყიდა. ვერ ჰგუობდა ნალოლიავებ ნაკეთობებს, რომ შეელია და თავისებურ სუვენირებად გაასაღა. მაგრამ რა ექნა, თითქმის ყოველ წამს ღღრნიდა იმის შეგრძნება, რომ გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა…

ნავაჭრი ფული გადათვალა.

-კიდევ როდის გამოიტანთ?- ჩაესმა ვიღაც ქალის ხმა.

შეცბუნებულმა მხრები აიჩეჩა.

-გამოიტანეთ, გამოიტანეთ! ჩემს შვილიშვილს ბუმბულის სათამაშო კი არა, რკინისა არ უძლებს, ადვილად მოუღო ბოლო და ახლა ახალს მთხოვს…-ღიმილით აუწყა.

საბედას სუნთქვა შეეკრა, პირი იბრუნა: ”ნეტა რომელი იყო?..” გაიფიქრა გულმოკლულმა. ლამის ატირებულიყო. შეეცადა ყურადღება რაიმე ყოფითზე გადაეტანა და უნებლიეთ მზერა ბაზრის შესასვლელთან დაყუდებულ მხარბეჭიან, სუფთად გაპარსულ კაცს მიაპყრო მზერა, რომელიც ხელზე გადაფენილ ქალის კაბა-კოსტიუმს თავისებური ჟესტიკულაციით სთავაზობდა.

კაცმაც მისი მზერა უმალ დაიჭირა და არ დააყოვნა.

-ზუსტად შენს ტანზეა შკერილი, ისე მოგიხდება, ისე მოგიხდება, ისე, რომ აუცილებლად ბედსა გწევს… უბრალო არ გეგონოს, ევროპელი მოდელიორის ნახელავია, ერთ ჩემს ახლობელს საჩუქრად გამოგზავნეს, პატარა მოუვიდა, ხომ გაგიგია მილიონრების ამბავი…-

საბედამ მილონრების შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც ორაზროვნულად გაიღიმა…

-სულ ორმოცდაათად ვყიდი, არ იფიქრო დოლარად, ჩვენს მშობლიურ ლარზე გთავაზობ…-უცნობი დაუზარებლად ლაპარაკობდა.

დაბნეული საბედა კაბა-კოსტიუმს მიაჩერებოდა. მერე კაცის თითქოსდა ჩაჟანგებულ თითებს შეავლო მზერა და გაიფიქრა გადამყიდველს მართლაც არ უნდა ჰგავდესო… მტკივნეულად შეიგრძნო, რომ პალტოს შიგნით გახუნებული კაბა და ძველი სვიტრი ეცვა. არადა, საცა იყო გამოიდარებდა და მათრობელა მზე გამოყინულ ბინებში მობინადრე ადამიანებას ნანატრ შვებას მოჰგვრიდა. მას კი, ის ადარდებდა, რომ თბილი ამინდების დაგომის მერე პალტოთი ბინიდან ვეღარ გამოვიდოდა.

კაბა-კოსტიუმი გულდასმით შეათვალიერა.

-შეეხე, ხელით შეეხე, ნახე რა ქსოვილია, თუ გინდა მოიზომე კიდეც…-კაცმა კაბა-კოსტიუმი ხან ერთი მხრიდან მიუშვირა, ხან მეორედან. გულმოდგინედ ირჯებოდა…

საბედამ თითებით ფრთხილად მოსინჯა ტანსაცმელი. იგრძნო, რომ კარგად მოერგებოდა. ქსოვილიც სასიამოვნო შეგრძნებას აღუძრავდა. თუმც, მაინც შეყოყმანდა. ჯიბეში სულ ორმოცი ლარი ედო. კაცი თითქოს მიუხვდა…

-ხუთ ლარს კიდევ დავუკლებ შენი ხათრით…-თანაგრძნობა შემოაპარა ხმაში.

საბედას არაფერი უთქვამს, კაბა-კოსტიუმი ნაჩქარევად მიიზომა და როცა დარწმუნდა მართლაც მისი ტანის ზომისა იყო, იმის შიშით არ გადავიფიქროო, ჯიბიდან ნავაჭრი ფული ამოიღო, კაცს ”ჩაჟანგებულ” ხელში შეაჩეჩა.

-ხუთიც დამიკელი…-გაუპირდა და ტანსაცმელი ჩანთაში ფრთხილად ჩადო.

-ბედნიერებაში ატარე!..-უშნოდ გაიღრიჭა კაცი და ხალხს შეერია.

”შესამოსი, მფრინავი სახლების სანაცვლოდ…” ფიქრობდა შინისკენ მიმავალი ქალი, ნეტა ამ ქსოვილსაც შეეძლოს ფრენა, ჩავიცვადი, დავიქნევდი ხელებს მანამ ვიფრენდი, სანამ უგზო-უკვლოდ დაკარგულ რაიბულს არ მივაგნებდი…”

====

 

უცნაური მიწვევა

(The strange invitation)

=

საბედა პროფესიით მხაზველი გახლდათ, ხატვაც ეხერხებოდა, ლექსებსაც წერდა, მაგრამ მისი გამორჩეული გატაცება სხვადასხვა ფრინველთა ბუმბულისგან პაწია, უცნაური სახლების კეთება იყო…

მაღალი შენობის სახურავის ქვეშ მდებარე, ერთ დროს მეგობრად და ”მეურვედ” მოვლენილი მხატვრის სახელოსნო, ახლა მის საცხოვრებელს წარმოადგენდა… ”ჩიტის ბუდე”, როგორც იგი თავის ბინას ეძახდა ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ რაიბულს ეკუთვნოდა… საბედა თექვსმეტიოდე წლისა იყო, რომ დაობლდა… მერე და მერე მის თვალწინ ხშირად გაიელვებდა იმ საზარელი წამების კადრები, როცა ეზოში, სასაუბროდ შეკრებილ ახლობლებს, პირდაპირ თვაზე დაეცათ ზღვის სანაპიროდან გამოსროლილი ჭურვი და ყველანი ერთიანად ამოხოცა. თავად კი, სახლში საბავშვო ჟურნალის მეშვეობით გაცნობილი თბილისელი მხატვრის მიერ გამოგზავნილი წერილის გამოსატანად შებრუნებული შემთხვევით გადარჩა. შემდგომ, მშობლიური მხარიდან ლტოლვილი იმ მხატვრის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა.

რაიბული ათიოდე წლით იყო მასზე უფროსი. შიგადაშიგ ლიტერატურულ ჟურნალებთან თანამშრომლობდა და ამა თუ იმ ნაწარმოებებს ასურათხატებდა. საბედას საბავშვო ლექსების ილუსტრირებაც მას მოუწია. გოგონას ისე მოეწონა მისი ნახატები, რომ სამადლობელი წერილი მისწერა. მერე სხვაგვარი ინტერესი გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ და რომ არა ის ომი, ალბათ იქორწინებდნენ კიდეც… მაგრამ დაობლებული რაიბულმა გულალად შეიფარა, თავისებური მეურვეობა გაუწია, მერე კი, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ თანამემამულეებს შეუერთდა… ორიოდე წერილის გამოგზავნა მოასწრო და ორიოდე თანამებრძოლთან დაზვერაზე წასული უკან აღარ დაბრუნებულა… ქალი თავგამოდებით ეძებდა, ფული დააგროვა და კომპიუტერი შეიძინა, მოახერხა და ინტერნეტში ჩაერთო, მაგრამ ვერც მის კვალს და ვერც მის შესახებ ამბავის მომტანს ვერ მიაგნო…

ბოლოს, თავისებურმა მისტიციზმა შეიპყრო… ზოგჯერ, როცა შესაფერი ნიავი დაიქროლებდა ბუმბულისგან ნაკეთებ სხვაგვარად შეგულებულ პაწია სახლს აივნიდან ააფრენდა… მაშინაც კი, როცა ნიავის ქროლვა თითქოს არ იგრძნობოდა, საბედას გრძნეულ ხელს მოწყვეტილი ბუმბულის ნაკეთობა, მაინც აედევნებოდა ჰაერის უხილავ ნაკადს და ფრენა-ფრენით ცის გუმბათს გაჰყვებოდა… ლამის გასაფრენად მოზიდული, ჭოგრიტმომარჯვებული ქალი ლოცვისმიერი სუნთქვით მიაცილებდა. სჯეროდა უცხო მხარეს გადახვეწილი ბუმბულის სახლი ”მისტიური გუმანით” შეარჩევდა მომხიბლავ სამოსახლოს, იქვე დაეშვებოდა და ბინადრად შეგულებული რაიბულის მოლოდინში, ჩვეული თვალისთვის უჩინარი ხდებოდა…

ეული, დროდადრო ბუბულის სახლებს, როგორც ცოცხალ არსებებს ისე ესაუბრებოდა. თავის ხვაშიადს უმხელდა და ოცნებაში ზოგჯერ იმასაც ახერხებდა, რომელიმე მათგანის დიასახლისად ეგრძნო თავი…

 შენაძენით გახალისებული, ახლაც ამგვარი ფიქრით ერთობოდა; საგულდაგულოდ შემონახულ ბუმბულის სახლში გადიასახლისებულს, თითქოს გვერდით მყოფმა რაიბულმა სიყვარულით შესჩურჩულა: ”ეგ არეულობა რომ არა, ცად აფრენილი ბუმბულის სახლების მარშუტებს დავადგენდით და ვითარც ზღაპარში ისე ვიმოგზაურებდით…”

მერე სარკესთან შეყოვნდა და კმაყოფილებით ჩაიჩურჩულა:

-მართლაც ჩემს ტანზეა შეკერილი, ამაში მაინც გამიღიმა ფორტუნამ… ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, უფრო აქტიური უნდა გავხდე და გავხალისდე…-გადწყვიტა უნებლიეთ და უცებ წლობით შემონახული, თაროზე შემოდებული, რაიბულის ნანადირევ ხოხობის ბუმბულებიდან გაკეთებულ სახლს გაუშტერა მზერა.

მამალი ხოხობის ბუმბულიდან დამზადებული ნაკეთობა ჩამავალი მზის სხივებში მონავარდე ქარის მომლოდინე უცნაურ ხომალდს ჰგავდა. უცებ, თაროსთან გაბედულად მივიდა, ”სახლი-ხომალდი” ხელში აიღო, ჰაეროვნად ეამბორა, მერე აივანზე გავიდა და იმის იმედით იქნებ მისი მეშვეობით ბედს ვეწიოო იგი მათრობელა სურნელის ნიავს დაუმგზავრა. ჭოგრიტის გამოსატანად აღარც შებრუნებულა. ოცნებას მიენდო და გაირინდა. თითები კოსტიუმის გარეთა ჯიბეში ჩააცურა და მოულოდნელად იქიდან სავიზიტო ბარათის მაგვარი თხელი მუყაო ამოიღო.

”გეპატიჟებით ბიზნეს-კლუბში. შეხვედრის დრო 29, დრო 18ს. არ დაიზაროთ, იყავით თამამი, ამბიციური და წარმატებაც არ დააყოვნებს… ეწერა ზედ ნაბეჭდი ასოებით.

”ალბათ, რომელიმე ახალ სატელევიზიო შოუზე მოსაწვევი ვიზიტკაა…” გულუბრყვილოდ გაიფიქრა მან. უმალ გაახსენდა, რომ ის დღე, ზუსტად ოცდაცხრა რიცხვით თარიღდებოდა. ექვსს საათს ოცდახუთი წუთი აკლდა… არც შეყოყმანებულა, გარეგნობა ნაჩქარევად მოიკოხტავა, ხელში სათუთად გადანახული რაიბულის ნაჩუქარი ტყავის ჩანთა დაიჭირა და ბინიდან ახალი საინტერესო ცხოვრების დაწყების სურვილით მოსილი გავიდა.

კვლავ მოეჩვენა, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ვიღაც ჟინიანად უთვალთვალებდა. გონებაში, რატომღაც ინტერნეტში მასთან საარშიყოდ მოზიდული უცნობი გაახსენდა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაუჩქარა.

”ბიზნეს-კლუბის” ადგილსამყოფელს ადვილად მიაკვლია. გაუბედავად შეათვალიერა თვალშისაცემად ჩაცმული წყვილები და კაფე-ბარში შესვლა დააპირა. მაგრამ ამ დროს მის ახლოს შოკოლადისფერი მანქანა გაჩერდა,

რომლის საჭესთან ექსტრავაგანტურად ჩაცმული წამიერად დამატყვევებელი სილამაზის, მომნუსხველი ახალგაზრდა ქალი იჯდა. შემპარავი ღიმილით გარშემო მყოფთ, თითქოსდა ორაზროვნულად მიანიშნებდა, რომ მათთან შედარებით, რაღაც იდუმალი უპირატესობა ჰქონდა. საბედაც ავტომობილში იმავე ღიმილით მიიპატიჟა. შემკრთალი საბედა არ შეყოვნებულა. ცდილობდა თამამდ მოქცეულიყო, რათა თავიდანვე სასურველი რეპუტაცია მოეპოვებინა.

-მგონი, ცოტათი დაიგვიანე, მაგრამ არ გსაყვედურობთ, რაც არ უნდა იყოს ბედის რჩეული ხარ. მართლაც მშვენივრად გამოიყურები… ეს საპრიზო კაბა-კოსტიუმი რომ არა, გამიჭირდებოდა შენი ცნობა… შენ რომ შემოგვიერთდი გვარიანი დაბანგული გახლდით და კარგად ვერც კი შეგათვალიერე…

-ბოდიში, მაგრამ ვერ ვხდები რას ამბობთ?!-გაოცებული შეაჩერდა საბედა.

-მაშ, არც შენ გახსოვარ, მით უკეთესი, მთავარი ისაა, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ! ფული ჩვენი ეპოქის კერპია! -გამომწვევად წაიკეკლუცა მან.

საბედა არ ჩაძიებია, კი მაგრამ თქვენ ვინ ხართო, თუმც დარწმუნებული გახლდათ ამ ქალს ადრე არ შეხვედროდა. ცდილობდა, ”სავარაუდო შოუსთვის” თამამი ყოფილიყო და მღელვარება არ დამჩნეოდა. უცნობი კი, მანქანას თამამად მიაქროლებდა.

-ამგვარი შანსი მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ, ჩვენი კონსონანსი, მე ასე ვეძახი ჩვენი საბლატაოს კომერციულ გაერთიანებას, გამომწვევ ყურადღებას უთმობს დონორის გარეგნულ მომხიბვლელობას… თავდაპირველად, მეც ასე დავიწყე, დედობის ხიბლი არც არასოდეს მატყვევებდა… -თავისებური ექსტაზით წარმოთქვა მან, თითი ბრჭყვიალა ღილაკს დაჰკრა და უცებ, თითქოს მისივე გარეგნობის შესაფერი, გამომწვევი მუსიკა ”აგრიალდა”…

-ბოდიში, თქვენს თანამშრომლებს გათხოვება ეკრძალებათ?!-სითამამე წაერთვა შეცბუნებულ ქალიშვილს.

-კი ბატონო, გათხოვდით, თუგინდ საყვარელიც გაიჩინეთ… დატკბით თავისუფლებით, პრობლემაც მოგეხსნებათ, მენსტრუაცია აღარ შეგაწუხებთ, და მონატრებულსაც აღარ გააწბილებთ…-ირონიულად ჩაიცინა.

-ვერ გავიგე, რას ამბობთ, რას კადრულობთ, რა ლაპარაკია?!-დარცხვენილ და დაბნეულ ქალიშვილს ენა დაება.

-მიზანშეწონილი…-აკისკისდა იგი,-როცა კვერცხუჯრედს ამოგკვეთენ, თვიურს გამოემშვიდობე… მაგრამ შეგეძლება იმით იამაყო, რომ კონსონანსის გენეტიკურ ლაბორატორიაში შენი საკვერცხეები დედა ფუტკრის ფუნქციას შეიძენს… მომწიფებულ კვერცხუჯრედებს კი დიდი შემოსავლის მოტანა შეეძლება… იქიდან ერთი პროცენტიც, რომ გერგოს…-თანამგზავრის ”დასაგესლად” აღგზნებულმა წამით რაღაც უცნაურად შეიწივლა…

-თქვენ გიჟი ხართ, გააჩერეთ მანქანა!-საბედამ ახლაღა შეამჩნია ავტომობილი ქალაქის განაპირას ფერდობზე ამავალ გზას მიუყვებოდა.

-ისტერიკები არ იყოს, გარიგება შედგა, ლაბორატორია შენს საკვერცხეებს ელოდება, იქნებ გენეტიკური ბანკის რჩეულიც კი გახდეს…-ორაზროვნულად შეუყვირა მან და ხელი ისე მარჯვედ და მაცდურად დაჰკრა ყელთან, რომ იმავე წამს გონება დააკარგვინა.

====

 

საეჭვო ”კოლექციონერი”

(The doubtful ”collector”)

ნანატრი “GREEN CARD”-ის მაძიებელი პამპულა ავტოსახელოსნოს მაგვარ ფარდულთან მდებარე ჯიხურში კომპიუტერის ეკრანთან ერთობოდა… მომავალი კლიენტის გამოჩენამდე ”სკაიპში” ვიღაც ქალთან ლაყბობით აქავებულ ხუშტურს იფხანდა… შიგადაშიგ, შიგნეულობიდან ვნებიანი კრუსუნის მსგავს ხმებს გამოსცემდა… და ვერც შეამჩნია თუ როგორ მიუახლოვდა ქუჩის განაპირას მომავალი ქალი, მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ორაზროვნულად, რომ ჩაეცურებინა ხელი. ფარდულში, რომ ვერვინ დაინახა, ჯიხურისკენ გაემართა და უშნოდ აღტყინებულ პამპულას უჩუმრად მიადგა.

...

...

...

...

 

 

 

 

Pavel Somov, Ph.D.

Pavel Somov, Ph.D. says:

genatsvale, translation please

Hey, genatsvale - translation, please, into English or Russian...

pavel

Janri Gogeshvili

Janri Gioom Galen Gogeshvili says:

The symbolical has published

The symbolical has published a brief information in historical in the plan about Georgia

Thank you for your attention …

Hey, genatsvale...

Символический опубликовал краткую информацию в историческом в плане о Грузией